,,თავს ვერ მივცემთ უფლებას, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის, ყოველთვიურად 800 000 ლარი იყოს გათვალისწინებული, -განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ბიუჯეტით მსგავსი ტიპის ხარჯები გათვალისწინებული აღარ იქნება.
ალასანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოქნილი უნდა იყოს, რომელიც ხალხის ხარჯზე აღარ უნდა გამდიდრდეს.
,,ჩვენ გვინდა გვყავდეს პატარა და მოქნილი მთავრობა და როგორც პრემიერმა თქვა ბიუჯეტიდან უნდა ამოვიდეს ბიუროკრატიული და ფუფუნების ხარჯები. საჯარო მოხელეები ხალხის ხარჯზე არ უნდა ცხოვრობდნენ", - განაცხადა ალასანიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯარისკაცი იქნება. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა მოხდება ჯარისკაცების სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა.