მოსკოვის ცენტრში ცეცლის გახსნისა და ინკასატორებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.
მათივე ინფორმაციით, მცდელობა ფულის გადამტანებზე თავდასხმისა კრასნაია პრესნიას ქუჩაზე მოხდა. დაკავების მცდელობის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ტრავმატიკური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილ "Infiniti"-ით მიიმალნენ.
"დამნაშავეების დაკავების ოპერაცია მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა ჩაატარეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი სხვა პირების დაკავების ოპერაცია გრძელდება", _ წერს რუსული მედია.