ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 30 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, „გაზ 24"-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ავტომობილში 5 პირი იმყოფებოდა. ოთხი დაშავებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამი მათგანი მალევე გაწერეს. ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.
მომხდართან დაკავშირებით, მომდინარეობს გამოძიება.