გურამ კერესელიძე სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე აღარ დაინიშნება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
გურამ კერესელიძის შეცვლის მიზეზი მის ბიოგრაფიაში არსებული არასასიამოვნო დეტალები გახდა.
სუბარის თქმით, ექიმებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გურამ კერესელიძეს გარკვეული დანაშაულები აქვს ჩადენილი. კერძოდ ის ექიმების ფარულ მოსმენებს ახორციელებდა.
"კერესელიძე შემჩნეულია ექიმების ფარულ მოსმენებში. უკვე ვეძებ სხვა კანდიდატს, რათა სამედიცინო მიმართულებას ღირსეული და პროფესიონალი ხელმძღვანელი ჰყავდეს",- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრმა კერესელიძის კანდიდატურა სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გუშინ წარადგინა.