შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი წინამორბედის ივანე მერაბიშვილის გააუქმა ბრძანება "სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ".
გაუქმების შესახებ ახალი მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა"საკანონმდებლო მაცნეში".
საუბარია დოკუმენტზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს არეგულირებდა.