ხვალ, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
გიორგი გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. წაყენებული ბრალდება 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
SegaxsenebT, rom ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. შსს-ისინფორმაციით, გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს(ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).
საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრობოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.