გიორგი გაჩეჩილაძეს სამართალდამცავებმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. წაყენებული ბრალდება 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ჟურნალისტებთან დაკავებულის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძე წაყენებულ ბრალდებას უკანონოს უწოდებს და დანაშაულს არ აღიარებს.
ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი გაჩეჩილაძის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით ხვალ 12:00 საათზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს(ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).
საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრობოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.