ეკონომიკის მინისტრის მოადგილეების მხოლოდ ნაწილს გამოცვლის. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, ის მოადგილეების ნაწილს ცვლის, ხოლო ნაწილი მუშაობას გააგრძელებს. მისი თქმით, მას საგარეო ურთიერთობის კუთხით ახალი მოადგილეები ეჰყოლება, ხოლო დანარჩენი პოზიციებს შეინარჩუნებს.
კვირიკაშვილმა კონკრეტული სახელი და გვარები არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ მის გუნდში ახალი მოადგილეებიც იქნება, რომლებიც მუშაობს რამდენიმე დღეში შეუდგებიან.
კვირიკაშილმა ასევე განმარტა, რომ პრივატიზაციის მიმართულებით, რომელსაც დღემდე მოადგილის რანგში დავით გიორგაძე ხელმძღვანელობდა ახალი მოადგილე შეცვლის.