შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მოადგილეების ვინაობა დაასახელა. როგორც ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი მოადგილის პოსტს ლაშა ნაცვლიშვილი დაიკავებს.
რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს, ისინი იქნებიან: ლევან იზორია, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე, ხოლო შს მინისტრის მეხუთე მოადგილის პოსტი ალექსი ბატიაშვილმა დაიკავა.