უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი "ნაცმოძრაობას" მოუწოდებს, პარტრიარქის მიერ გაჟღერებული "ერთიანობის ტრაქტატს" შეურთდნენ და ხელი მოწერონ. ეს განცხადება მელიქიშვილმა დღეს სესიაზე გააკეთა.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეურთდეს.
გარდა ამისა, იგი გამოეხმაურა `თავისუფლების ინსტიტუტის~ წევრის თეა თუთბერიძის მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკთებულ განცხადებებს და ვიდეორგოლების გავრცელების ფაქტს და აღნიშნა, რომ პატრიარქის მიმართ გამოთქმული გამოხტომები საქართველოს წინაშე ილია მეორის ღვაწლს ვერაფერს დააკლებს.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.