სამინისტროების პირველი პირების მოადგილეების ვინაობა ოფიციალურად მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი. როგორც მთავრობის სხდომის წინა მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შეხვედრაზე სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე იყო საუბარი.
უწყების პირველმა პირებმა პრემიერ-მინისტრთან მოადგილეების კანდიდატურები შეათანხმეს. როგორც ალასანიამ განმარტა, მათი ვინაობა ოფიციალურად მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში 30 ან 31 ოქტომბერს გაიმართება.