ბიზნესმენმა გიორგი ჭანტურიძის, დავით საყვარელიძისა და ლადო ვარძელაშვილის წინააღმდეგ მთავარ პროკურორატურას მიმართა. გორის საცურაო აუზის ყოფილი მეპატრონე გიორგი გიგუაშვილი მათ ქონების უკანონო ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
გიორგი გიგუაშვილი იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორისგან ქონების ჩამორთმევის ფაქტზე რეაგირება მოითხოვა.
როგორც გიგუაშვილი განმარტავს, მან 2007 წლის ზაფხულში აუქციონის წესით შეიძინა გორის საცურაო აუზი, 2008 წელს კი, პროკურორმა გიორგი ჭანტურიძემ დაიბარა და ქონების გორის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვა.
გიგუაშვილის მტკიცებით, უარის შემთხვევაში მას ნარკოტიკული ნივთიერების ან იარაღის ჩადებით ემუქრებოდნენ. . მისივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ჩართული იყო იმ დროისთვის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე და ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი.