პატიმართა რესოციალიზაციის პროექტები საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება, -განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
მისივე განცხადებით, ციხეში ადამიანი არ უნდა დაითრგუნოს და ამ მიმართულებით სისიტემაში რეფორმები განხორციელდება.
"ციხე არ უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანი დაითრგუნება. ვგეგმავთ სერიოზულ მუშაობას, რომ განხორციელდეს რესოციალიზაციის პროექტი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.