"გივი თარგამაძე ტლიკინა, ავანტიურისტი, კლოუნი და ლოთია", - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსულ მედიასთან საუბარში პოლიტიკოსმა ბორის ნემცოვმა ფილმ "პროტესტის ანატომია-2"-ში გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას, რომელშიც რუსეთის ოპოზიცია ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირშია დადანაშაულებული.
ნემცოვი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ოპოზიცია ახლადარჩეულ საბჭოში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც რუსეთისათვის "არაბული გაზაფხულის" სცენარის განვითარება სურდეს.
გივი თარგამაძეზე საუბრისას, რომელიც ფილმ "პროტესტის ანატომია-2" -ის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, ნემცოვმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს ეს ქართველი პოლიტიკოსი უკრაინაში წინასაარჩევნო პერიოდში იულია ტიმოშენკოს შეხვდა. მოგვიანებით ეს ფირი ტელევიზიით გავრცელდა და უარყოფითი გავლენა მოახდინა "გაზის პრინცესას" რეიტინგზე.
მანამდე კი ბელორუსის ტელევიზიით გავრცელდა ანალოგიური სკანდალური კადრები, რომლებზეც გივი თარგამაძესა და ბელორუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ანატოლი ლებედკოს შორის გამართული მოლაპარაკებები იყო ასახული. მოლაპარაკებების დროს თარგამაძე ლებედკოს ლუკაშენკოს რეჟიმის დამხობისათვის ოთხ მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდა.
"გივი თარგამაძე ტლიკინა, ავანტიურისტი, კლოუნი და ლოთია", _ განაცხადა ნემცოვმა.