აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვადამდე მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ობამა ამ მიზნით სპეციალურად ჩავიდა მშობლიურ ქალაქ ჩიკაგოში.
ობამა გახდა პირველი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც არჩევნების დღემდე მისცა ხმა. კოლორადოს შტატში ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან მოუწოდა ამერიკელებს მიბაძონ მას, არ დაელოდონ კენჭისყრის ძირითად დღეს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე ან თავინთი ბულეტენები ფოსტით გააგზავნონ.
ობამას და მის მოწოინააღმდეგეს მიტ რომნის ამ დროისთვის თანაბარი რეიტინგები აქვთ. ვადამდე ხმის მიცემა აშშ-ის 50-დან 32 შტატშია შესაძლებელი.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.