კარიბის ზღვას ქარიშხალმა სენდიმ გადაუარა და 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბი-ბი-სის ცნობით, 11 ადამიანი კუბაში დაიღუპა, სადაც ქარიშხალმა ძლიერი წყალდიდობაც გამოიწვია. ცხრა ადამიანია დაღუპული ჰაიტიში.
ამ დროისთვის ქარიშხალი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსკენ მიემართება.
ხელისუფლება შესაბამის ზომებს იღებს, თუმცა ამ დროისთვის საევაკუაციო განგაში არ გამოცხადებულა.