ჩვენი კონსტიტუცია ანეგდოტურია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის შეფასებისას და მაგალითისთვის თავისი მოქალაქეობის საკითხი მოიყვანა.
"მე საფრანგეთის მოქალაქეობით ვსარგებლობ და აქ ამირჩიეს პრემიერ-მინისტრად. ორი სარჩელი გვაქვს შეტანილი სასამართლოში ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და შემდგომ მინიჭებასთან დაკავშირებით. საკმარისია, ხვალ სასამართლომ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გაჭედილი იყო, გამოიტანოს განაჩენი და საქართველოს მოქალაქეობა დამიბრუნოს, საფრანგეთის მოქალაქეობის ჩაბარებას პროცედურები სჭირდება, მე აღარ მექნება უფლება პრემიერ-მინისტრი ვიყო. როგორ წარმოგიდგენიათ დღეს, როგორც საფრანგეთის მოქალაქე, წარმოვადგენ რეალურად ქვეყნის პირველ პირს, რადგან პრეზიდენტი ფორმალურად არის, როგორც არის, რატომღაც მოირგო ეს მანტია, საკმარისია, მომანიჭოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეობა და პრემიერ-მინისტრობას დავკარგავ. ასეთი ანეკდოტურია ჩვენი კონსტიტუცია", - განაცხადა ივანიშვილმა.