"პოლიტიკა შეიძლება, წელიწად-ნახევარში დავტოვო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კარბელაშვილს უპუასუხა, რომელიც დაინტერესდა, აპირებს თუ არა პრემიერ-მინსიტრობის კანდიდატი ორ წელიწადში ხელისუფლებიდან წასვლას.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ერთი წელიწადი უკვე გავიდა, რაც პოლიტიკაშია, თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუძლია თქვას, რომ პოლიტიკიდან წელიწად-ნახევარში წავა.
"თუმცა, მე საქართველოდან არ წავალ. დავტოვებ ისეთ გუნდს, რომელიც ჩვენს ყველა დაპირებას შეასრულებს. ამ დაპირებებზე მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ვაპირებ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ აქტიურ წევრად დარჩენას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვაკონტროლებ ჩემს მიერ დატოვებულ ხელისუფლებას, რადგან ჩვენი დიდი პრობლემაა სამოქალაქო საზოგადოების გამოუცდელობა, როგორ აირჩიოს და შემდეგ აკონტროლოს ხელისუფლება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივად კარგი პრეზიდენტის და პრემიერ-მინსიტრის მოლოდინში. უნდა ვისწავლოთ, როგორ ავირჩიოთ და როგორ ვაკონტროლოთ, რათა მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. ეს შესაძლებლად მიმაჩნია ორ ათეულ წელიწადში", - აღნიშნა ივანიშვილმა.