მე მთელი ჩემი წარსული ცხოვრება სინდისით მიცხოვრია და ერთ შავ ლაქას ვერ მიაგნებთ, თუმც ამის მცდელობა დიდი გქონდათ, ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობას, როდესაც ისინი ბიძინა ივანიშვილის წარსულით დაინტერესდნენ, ხომ არ ჰქონია მას ოდესმე უკანონობასთან შეხება.
„დღეს არც ერთი ფაქტი და არც ერთი საბუთი არ გაგაჩნიათ და ეს არის ყველაფრის მთქმელი. ამაზე უამრავი ენერგია დახარჯეთ. ვარწმუნებ მთელს საქართველოს, რომ ჩემს წარსულში არც ერთი შავი ხაზი არ არსებობს და მე ვამაყობ იმით, რომ რუსეთში როდესაც შავი ბიზნესი ყვაოდა, ჩემთვის ესეთი რამ არ ყოფილა. მე რუსეთში მქონდა აბსოლუტურად გამჭვირვალე ბიზნესი"- აღნიშნა ივანიშვილმა.