,,სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. როგორც ნიკოლაიშვილმა მთავრობის ახალი ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, სასამართლოს როლი აქამდე დაკნინებული იყო.
,,მთავრობის ესპოზიცია სწორია, რადგან, სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს. აქამდე სასამართლო მხოლოდ, ნოტარიუსად იყო ქცეული", _ განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალ სამთავრობო პროგრამის თანახმად, პირობითი მსჯავრის, ვადაზე ადრე გაუქმებასა და ნასამართლეობის მოხსნას გადაწყვეტს მხოლოდ სასამართლო.