ახალი მთავრობის გეგმის მიხედვით, შსს-ს სისტემის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება პოლიციის ფუნქციის მქონე 2 მნიშვნელოვანი დეპარტამენტი.
სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინა აღნიშნულია, რომ პოლიციის სისტემაში შეიქმნება პოლიციის დეპარტამენტი, რომელშიც შევა ორი მნიშვნელოვანი ქვესტრუქტურა - (1) საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და (2) საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.