,,ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აღარ აქვს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც სააკაშვილის რიტორიკა ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ ქართულ ანდაზას დაუკავშირა.
"მაგას თვითონაც არ სჯერა მაგის, ,,წყალწაღებული ხავს ეკიდებობა" ასეა მაგათი საქმე. მაგათ კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ. ისინი ახლა ევროპაში ცდილობენ სახის შენარჩუნებას, მაგრამ მაგათ რაც არ უნდა გააკეთონ ქართველ ხალხს მათზე გული არ შემოუბრუნდება", _ განაცხადა ივანიშვილმა.