ისტორიკოსი, მწერალი, ანალიტიკური ბიუროს Alte Et Certe-ს ხელმძღვანელი ანდრეი ეპიფანცევი "რია ნოვოსტის" პრესცენტრში გამართული ტელეხიდის დროს მოსკოვსა და თბილისს შორის თემაზე: "ქვეყნის განვითარებაში ახალი შემობრუნება?".
"თუ ჩვენ განვიხილავთ უახლოესი დროის საქართველოს სოციალურ შეკვეთას ჩვენ ყველანი დავინახავთ ყველა იმ ამოცანას, რომელსაც აყენებს ქართველი ამომრჩეველი დაქირავებული მენეჯერების წინ. ეს შეკვეთა უცვლელია ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროიდან", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ეს 4 კომპონენტია: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში, ძლიერი დასავლური ვექტორი ანუ განვითარების ევროატლანტიკური ვექტორი, ეკონომიკის მაღალი დონე და რუსეთთან მეგობრობა.
"ჩემი აზრით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ოთხივე ამოცანის შესრულება საქართველოს სიტუაციაში - გეოგრაფიულ, პოლიტიკურ, ისტორიულ და როგორსაც გნებავთ სიტუაციაში - შეუძლებელია. არსებულ სიტუაციაში ამ კომპონენტებს გადაწყვეტა არ აქვთ", _ აცხადებს ექსპერტი.