"მე რომ სპორტმენი ვიყო, არ წავიდოდი და სპორტსმენები თვითონ გადაწყვეტენ - წავიდნენ თუ არ წავიდნენ", - განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, იმის შესახებ, რომ საქართველომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
"მე არა ვარ ეკლესიის, ისევე როგორც სპორტის პოლიტიზების მომხრე, რა მიმართულებითაც ნაბიჯები იდგმებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან. თვითონ გადაწყვეტენ სპორტსმენები. თვითმმართველობები აქვთ რა და როგორ უნდა გააკეთონ", - აცხადებს დარჩიაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან სერიოზული პოლიტიკური კონფქლიტი აქვს და ეს ყველას უნდა ახსოვდეს.
"საქართველოს რუსეთთან აქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი და ამ კონფლიქტის იგნონირება ეროვნული ინტერესების დავიწყებით არ შეიძლება. მე რომ სპორტმენი ვიყო, არ წავიდოდი და სპორტსმენები თვითონ გადაწყვეტენ - წავიდნენ თუ არ წავიდნენ", _ აცხადებს დარჩიაშვილი.
მისი თქმით, "პოლიტიკოსებს თუ იმედი აქვთ, რომ სპორტის მეშვეობის ეროვნულ ინტერესებს გადაწყვეტენ, ძალიან შეშლიათ".