"საქართველოში დღეს ყველაზე უსახელო და უსუსურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტი შანსი აქვს. ეს ჩემი პირადი აზრია",_ განცხადება ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დამსახურებულად მოვექცეთ ყველა ჩვენს ოპონენტს და მათ რიცხვში "ნაციონალურ მოძრაობას", მოვექცეთ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი უძველესი კულტურა და როგორც იმსახურებს ჩვენი საქართველო", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება მათ პერსპექტივას და მიზანს ხელისუფლებაში დაბრუნებისა მისი აზრით - ამის პერსპექტივა ძალიან ცოტაა.
"მე ვთვლი, რომ ძალიან ცოტა აქვთ პერსპექტივა, ეს ჩემი აზრია, ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ჩემი სუბიექტური აზრი, თუმცა დამოკიდებულება ჩვენს ოპონენტებთან გვექნება აბსოლუტურად კორექტული, კონსტრუქციული და თანამიმდევრული. ეს ეხება ყველას და მათ შორის მათაც. თუმცა, იმ ისტერიის შემდგომ, იმ სიცრუის მანქანის შემდგომ, რაც მათ დანერგეს და რაც მათი მონაწილეობით ხორციელდებოდა, ის წამებები, რაც თქვენ ნახეთ - ეს არის ჩემი პირადი აზრი - რომ მათ მაქვთ ძალიან ცოტა შანსი. თუ გნებავთ, ყველაზე უსახელო პარტია დღეს ვინც არის და ყველაზე უსუსური ფინანსურად, ჩემი გადმოსახედიდან მათ უფრო მეტი შანსი აქვთ ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას". რამდენადაც მე ძალიან კარგად ვიცი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება და შეფასება - ვინ არიან ისინი და ეს გადაწყობები მათ დიდად ვერ დაეხმარება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.