საფრანგეთის პოლიციამ ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული 50 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაში ეჭვმიტანილი 17 პირი დააკავა.
ცხრა დაკავებულს უკვე წაეყენა ბრალი, მათ შორისაა პარიზის ერთ-ერთი რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.
დაკავებები განხოირციელდა ჯერ კიდევ თებარვალში დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
ფრანგმა სამართალდამცავებმა მაროკოდან საფრანგეთში ნარკოტიკების დიდი პარტიის შეტანაზე გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები