აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სტეინბერგის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის ვიზიტის მნიშვნელობაზე ქართველი ექსპერტი სოსო ცინცაძე საუბრიობს და აცხადებს, რომ აშშ-ს ხელისუფლების ასეთი რანგის წარმომადგრენელთა სტუმრობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ქარტიის პრინციპების განხორციელებას.
"საქართველოსა და შტატებს შორის უკვე არსებობს თანამშრომლობის გეგმა, რომელიც არ ექვემდებარება არც რევიზიას და არც რაიმე კორექტივებს. ძირითადად ეს არის ქარტია და დღეს მიმდინარეობს ქარტიაში დაფიქსირებულ პრინციპთა და პროცესთა მატერიალიზაცია", _ აცხადებს სოსო ცინცაძე.
შეგახსნებთ, რომ დღეს საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწიე ფილიპ გორდონი ჩამოვიდნენ.