"ნატოს მისწრაფება, გააფართოოს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცის ხარჯზე, კერძოდ, ალიანსის მოძრაობა საქართველოს მიმართულებით, კონტრპროდუქტულია", - ეს განცხადება კოლექტიური შეთანხმების შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ ტელეარხ "RT"-თან საუბარში გააკეთა.
"მე არ შემიძლია, პასუხი ვაგო ნატოელებზე, უბრალოდ, მესმის, რას ლაპარაკობენ ნატოს წარმომადგებლები. ისინი კი საუბრობენ იმაზე, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის დახურული არ არის. ჩვენ მიგვაჩნია (და ეს არა მხოლოდ რუსეთის პოზიციაა, არამედ კოლექტიური შეთანხმების შესახებ ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოსი) - ნებისმიერი მექანიკური გაფართოება სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისა ყველა იმ შეთანხმებას გადაწონის, რომელიც 90-იან წლებში არსებობდა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. იგი კონტრპროდუქტიულია", _ აცხადებს ბორდიუჟა.
ბორდიუჟამ ისაუბრა საქართველოს პრობლემებზე, რომლებიც "საზღვრებს ეხება" და განაცხადა: "ამიტომაც, ჩემი აზრით, ასეთი მოძრაობა საქართველოს მიმართულებით კიდევ უფრო აძლიერებს ნეგატიურ ტენდენციებს მთლიანობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილ სიტუაციაში".
მან გაამახვილა ყურადღება ნატოს ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის ფორმირებაზე კოლექტიური შეთანხმების შესახებ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ირგვლივ, პირველ ყოვლისა, რუსეთისა და ბელარუსის: "ესაა ნაბოდვარი ბაზების შექმნა ბულგარეთსა და რუმინეთში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის წერტილების შექმნა, საქართველოს ინტენსიური შეიარაღება და ბევრი სხვა რამ".
"ნებისმიერი ინფრასტრუქტურა რაღაც მიზნებისთვის იქმნება. თუ ეს სამხედრო ინფრასტრუქტურაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამოცანები სამხედროა. რომელი ქვეყნის მიმართ? რისთვის იხარჯება ეს ასობით მილიონი დოლარი, ახალი ობიექტების შექმნისათვის? ჩვენ გვეუბნებიან - ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ხომ გვესმის, რომ ეს ასე არ არის", _ განაცხადა ბორდიუჟამ.