ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ გაუქმდება, _ განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია სისიტემის რეფორმირება.
,,უნდა მოვახდინოთ ამ ინსტიტუტის რეფორმირება ორი კუთხით პირველი ის, რომ ვერდიქტს ელემენტარული მოტივაცია სჭირდება იმის შესაქმნელად, რომ პირი არის დამნაშავე. თქვენ იცით, რომ როდესაც ადამიანს დამნაშავედ აცხადებ ამ პირს უნდა ესმოდეს რატომ, რისთვის არის მიჩნეული დამნაშავედ. მეორე აუცილებელია, რომ ვერდიქტი არსებითად საჩივრდებოდეს. ახლა მხოლოდ სამართლებრივი საკითხების გასაჩივრება შეიძლება და არსებითად არ საჩივრდება", _ განაცხადა წულუკიანმა.