,,ჩვენ სპეციალური სამხედრო ომბუდსმენი გვეყოლება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, ყველა ჯარისკაცის უფლებები დაცული იქნება.
"ჩვენ გვეყოლება სპეციალური სამხედრო ომბუდსმენი, რომელიც შეისწავლის ყველა ადამიანის უფლებების დარღვევას ყველა ნაწილში. მთავარი ღერძი, ღირებულება ჩვენთვის არის ჯარისკაცი და მისთვის ყველა პირობის შექმნა. მეორე ეს არის პროფესიული კადრების დაბრუნება, როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო სფეროში და მესამე გამჭვირვალობა. რა ინფორმაცია დღისთვის მაქვს საშინელ დარღვევებს მაისიური ადგილი აქვს", - განაცხადა ალასანიამ.