მოსკოვში აღნიშნავენ, რომ თბილისში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე დაფიქრდნენ, მაგრამ ამავე დროს მოსკოვი არ ჩქარობს ისაუბროს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტები დაამყაროს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ასეთი განცხადებების კეთებას ნაადრევად მივიჩნევ. ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ თუ კონკრეტულად რაშია ჩვენი ქართველი პარტნიორების ჭეშმარიტი განზრახვა. აი ამის შემდეგ ჩვენ უკვე განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.