"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა მერაბ რაფავამ, გიორგი ნემსაძემ, ზაზა დოლიძემ, ირაკლი შიხიაშვილმა და მიხეილ ქავთარაძემ საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,თავისუფლება" ჩამოაყალიბეს. როგორც ჟურნალისტებთან საკრებულოს წევრებმა განცხადეს ,,ნაციონალური მოძრაობა" მართველმა გუნდმა ამორალური გახადა.
"ნაციონალური მოძრაობა" მისმა მმართველმა გუნდმა ამორალურ და დისკრედიტირებულ ორგანოდ აქცია", _განაცხადა ჟურნალისტებთან საკრებულოს წევრმა ირაკლი შიხიაშვილმა.
მათივე განცხადებით, ახალი ფრაქცია ,,ქართული ოცნების" იდეოლოგიას იზიარებს.
"ვუერთდებით "ქართული ოცნების" პლატფორმას, რადგან ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოს სწორ გზაზე გაიყვანს", _განაცახადა ირაკლი შიხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მერაბ რაფავამ, გიორგი ნემსაძემ, ზაზა დოლიძემ, ირაკლი შიხიაშვილმა და მიხეილ ქავთარაძემ დატოვეს.