დღეს, გამთენიისას, თბილისში, გაგარინის მოედანზე მდენარე ლომბარდი დააყაჩაღეს. წაღებულის ოქროს ნაკეთობი და ფული. გატაცებული თანხისა და ოქროულის საერთო ღირებულება ჯერჯერობით დაუდგენელია.
დაყაჩაღების დროს ლომბარდში ერთი ადამიანი მუშაობდა. მისი თქმით, დამყაჩაღებელი დანით იყო შეიარაღებული და მას სახეზე ნიღაბი არ ეკეთა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.