დღეს, 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 85-ე თეატრალური სეზონი გაიხსნება სპექტაკლით "ჟოლო".
კოკი მიტანის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ნატო მურვანიძე და ნიკა კუჭავა.
სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 2010 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.