დღეს, 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ივენთ ჰოლში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური ბენდი "თსუ არტი" კონცერტს გამართავს.
კონცერტი გაიმართება ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის გახსნის აღსანიშნავად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით.
ელჩი ფილიპ დიმიტროვი ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალს.
კონკურსის მონაწილეებმა მობილური ტელეფონით უნდა გადაიღონ სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი ხერხების გამოყენებით გადმოსცენ, თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირმა იმ კონკრეტულ სფეროზე, რასაც კონკურსანტები აირჩევენ. აღნიშნული კონკურსი ახალი ინიციატივაა, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს თავად მოგვითხრონ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შედეგებზე.