შს მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, ეკა ზღულაძეს დღეს, 12 ოქტომბერს შეხვდება. როგორც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, შეხვედრა 12:00 საათზე იგეგმება.
"ჩემი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მოქმედი მინისტრის მოადგილეს, ბატონ ხიზანიშვილს. 12:00 საათზე მოქმედ მინისტრს, ეკა ზღულაძეს შევხვდები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკა ზღულაძის შეხვედრა გუშინ იგეგმებოდა.