საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე ისრაელის, საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, შეხვედრა დიპლომატების ინიციატივებით შედგა და გაცნობითი ხასიათის იყო.
ფანჯიკიძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და იმ ვიზიტებს, რომლებიც მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.