"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
"სამწუხაროდ, გუშინ კოალიციის მხრიდან მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველო არ არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის. ოკუპაციის პირობებში კი ნატოში ქვეყნის გაწევრიანება არამიზანშეწონილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნატოს უახლოეს სამიტზე საქართველო გახდეს ნატოს წევრი. თვითონ ნატოც უნდა იყოს ამისთვის მზად. ამიტომაც მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, ყურადღება მიაქციონ ლიდერების განცხადებებს, რადგანაც სამწუხარო იქნება, თუ გაიგზავნება სხვა გზავნილები ნატოში, რადგანაც საქართველომ აჩვენა, რომ ქვეყანაში არა მარტო რადიკალური რეფორმები ტარდებოდა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებდით დემოკრატიულ სახელმწიფოს", _ განაცხადა ბარამიძემ.