"მომავალ მინისტრებთან ის საკითხები განვიხილეთ, რომლებიც პირველ რიგში უნდა გადაწყდეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" სტუმრობის შემდეგ.
"საქართველოს მისწრაფება ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, არის საკითხები, რომლებიც სწრაფადაა გადასაწყვეტი, ამიტომ ორგანიზება მოვახდინეთ ამ შეხვედრების შინაგან საქმეთა, საგარეო და ევროინტეგრაციის მომავალ მინისტრებთან და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს პირველ რიგში", - განაცხადა დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კოალიციის ოფისი უკვე გდატოვა.