"ბანკი ქართუს" საჩივრის საფუძველზე "საქართველოს ღვინოების" გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში აღნიშნულია, რომ 21 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოვალე შპს "საქართველოს ღვი ნოების" დირექტორმა ნუგზარ საჯაიამ და შპს "საქართველოს ღვინოების" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, შპს "საქართველოს ღვინოების" დირექტორს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით შპს "საქართველოს ღვინოებს" არ გააჩნდა არავითარი ქონება, არ გააჩნდა ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.
28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს "ბანკი ქართუს" დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანება 2012 წლის 27 სექტემბრის მდგომ არეობით შეადგენს 1 829 799, 41 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, 3 027 952, 06 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა შპს "საქართველოს ღვინოების" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სს "ბანკი ქართუს" განცხადება აკმაყოფილებს "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნ ეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს "ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერ გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვეს თან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერ კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით .
"იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობით, იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები", - ადგენს სასამართლო.