თბილისის მერი გიგი უგულავა საკრებულოს წევრებთან ერთად, არჩევნებში გამარჯვებულ ფრაქცია „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს, 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსახილვევად და ასევე სხვადასხვა პროგრამებზე სასაუბროდ მერიაში იწვევს.
"ხვალ თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მინდა მოვიწვიო ახალად არჩეული პარლამენტის პრაქცია „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატები. მოგეხსენებათ ნოემბერში იწყება საბიუჯეტო განხილვები, როგორც საკრებულოში ასევე პარლამენტში. მოდის ზამთარი არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც აწუხებს თბილისელებს და თბილისს. ჩვენ განვიხილავთ კომუნალურ და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებს, ბუნებრივია მათაც ექნებათ თავიანთი ხედვის და შემოთავაზების შესაძლებლობა. ჩემი აზრით კონსტრუქციული საუბარი, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ თბილისი და როგორ უნდა შევუმსუბუქოთ თბილისელებს პრობლემები, მხოლოდ საქმეს და თბილისელებს წაადგებათ", - განაცხადა უგულავამ.