ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, თუ კი სებ-ის მოქმედი პრეზიდენტი არ გადადგება, მაშინ არსებობს იმპიჩმენტის პროცედურაც. ჯავახიშვილის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურას კი პარლამენტართა ხმების 1/3 ესაჭიროება, რაც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს.
"ყველაზე სწორი მიდგომა იქნებოდა, რომ ყოფილი და დღეს მოქმედი ხელისუფლებიდან, რახან წააგე არჩევნები უნდა წახვიდე. ჩვეულებრივ პირობებში ხელისუფლებები რა საკვირველია წავლენ და მოვლენ და სებ-ის პრეზიდენტები რჩებიან და ეს სწორია. მაგრამ როდესაც დანაშაულებრივი პოლიტიკა მიდის და შენ ამ ადგილს ეპოტინები და შენ მეუბნები, რომ მე 7 წლით ვიქნები, მაშინ არსებობს სხვა პროცედურები. უამრავი დანაშაული სახეზეა და ამის დოკუმენტალური დასაბუთება მალე დაიდება", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.