სალომე მახარაძის განცხადებით, დაცვის პოლიციის არცერთი თანამშრომელი გათავისუფლებული არ არის. როგორც შსს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა მიუხედავად იმისა, რომ მერიის ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით შსს-სა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, არც ერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან და ისისნი სხავდასხვა ობიექტებზე გადანაწილდებიაან.
მისივე განცხადებით, დაცვის პოლიციის თანამშრომლების ნაწილი მუშაობას მერიის ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში აგრძელებს.
შეაგხსენებთ, რომ დაცვის პოლიციის 700-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც პოლიციელებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს მათ სამსახური მერიის ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში შესთავაზეს. გათავისუფლებული პოლიციელებისთვის საჯარო სამსახურიდან კერძო სტრუქტურაში გადასვლა მიუღებელია.