შს მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს ეკა ზღულაძეს ხვალ შეხვდება. როგორც კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" აცხადებენ შეხვედრა 12:00 საათზე იგეგმება.
,,ჩემი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მოქმედი მინისტრის მოადგილეს ბატონ ხიზანიშვილს. ხვალ 12:00 საათზე მოქმედ მინისტრს ეკა ზღულაძეს შევხვდები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკა ზღულაძის შეხვედრა დღეს იგეგმებოდა.