მელორ ვაჩნაძის გათავისუფლებას დღე-დღეზე ველოდებით, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მელორ ვაჩნაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა.
,,მელორ ვაჩნაძე ამ ეტაპზე რუსთავის #17 დაწესებულებაში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ,,ჰელსინკის" ჯგუფის მიერ პოლიტპატიმართა სია დაიდო და მათ შორისაა, მელორ ვაჩნაძეც. სიას გადვცემთ პრეზიდენტს და შემდეგ ახალ მინისტრთა კაბინეტს და დღე-დღეზე ველოდებით ყველა პოლიტპატიმრის მათ შორის მელორ ვაჩნაძის გათავისუფლებას", _ განაცახადა ნათია კორკოტაძემ.
მისივე განცხადებით, მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სათანადო მკურნალობა ჩაუტარეს", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „შემოგვიერთდით" ხელმძღვანელი მელორ ვაჩნაძე, 2009 წელს, ოპოზიციის 9 აპრილის მიტინგების დროს დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში დაედო და ოთხ წლიანი პატიმრობა მიესაჯა.