კიევში სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომასთავმჯდომარე ქვეყნის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი იური ლიანკე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კოსტიანტინ გრიშჩენკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი ესწრებოდნენ.
საიუბილეო სხდომას ასევე, დაესწრნენ საპატიო სტუმრები - უკრაინაში აკრედიტირებული სუამ-ის პარტნიორი ქვეყნების - აშშ-ისა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ევროპული კომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობასა და მის სამომავლო პერსპექტივებზე. სხდომის ბოლოს მიღებულ იქნა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგგარეშე სხდომის კომუნიკე.
სხდომის შემდგომ გაიმართა მუსიკალური საღამო, კამერული ორკესტრის მონაწილეობით, და მიღება უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის.