ბელორუსში "ძარცვის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მან 10 ოქტომბერს მინსკში "ბელორუსბანკის" განყოფილება გაძარცვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.
"ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, "ცხელ კვალზე" სამართალდამცავთა მიერ დაკავებულ იქნა 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დედაქალაში დროებითი რეგისტრაცია ჰქონდა. დამნაშავე დაკავებულია, ხოლო ნაძარცვის ნაწილი - ამოღებული",_ იუწყება მედია და აღნიშნავს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სულ რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 1 მილიონი ქართველი არალეგალი იმყოფება და მხოლოდ დაახლოებით 1 % საქართველოს მოქალაქეებისა იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად.