დღეიდან რუსულ კინოგაქირავებაში, ხოლო 18 ოქტომბრიდან ქართულში გამოდის რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი, ლირიკული კომედია "სიყვარული აქცენტით". რუსული მედიის ინფორმაციით, რუსმა და ქართველმა კინემატოგრაფისტებმა გააერთიანეს საუბრები მუდმივ ფასეულობებზე - სიყვარულსა და მეგობრობაზე.
ამ ფილმის დემონსტრირება მოსკოვის საერთაშორისო რუსული ნაციონალური კინოფესტივალის "ოკნო ვ ევროპუ"-ს არასაკონკურსო ჩვენებებში მოხდა.
ხუთი ნოველის იდეა, სწორედ რეზო გიგინეიშვილს ეკუთვნის. სიუჟეტები ერთმანეთს არ კვეთს გარდა სამი პუნქტისა: მოქმედების ადგილი - საქართველო, გმირები - რუსები და ქართველები და გარემოება - სიყვარული.
ამ ნოველაში ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს. ფილმის გადაღება თბილისში, ბათუმში, სიღნაღში და საქართველოს მთიანეთში მიმდინარეობდა. ამასთან ერთად, ფილმში პირველად დიდი ხნის შემდეგ ასევე თამაშობს ქართველი მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე. ფულმში "სლიკოს" გარდა, ასევე გამოყენებულია თანამედროვე რუსი, უკრაინელი და ქართველი მომღერლების სიმღერები.
"ერთი სიტყვით, "მიმინოს" შემდეგ უკვე თითქმის მივიწყებული აქცენტი, რუსულ ეკრანებზე ბრუნდება", _ წერს რუსული მედია.