"ივანიშვილისას მაშინ დავიჯერებ, როდესაც იგი პოლიტიკურ დამნაშავეებს დასჯის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა.
მისი თქმით, იგი არ იცნობს ივანიშვილს, თუმცა მის მთავრობის ზოგიერთი წევრის შესახებ დადებითი აზრი აქვს.
"მე არ ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, არც მისი მთავრობის წევრებს. მაგრამ ზოგიერთი მათგანის საქმიანობის შესახებ ჩემთვისაც და საზოგადეობისთვისაც ცნობილია. ისინი არიან პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები. ამის მიუხედავად, ივანიშვილსა და მის მთავრობაზე პოზიტიური აზრი მხოლოდ მას შემდეგ ჩამომიყალიბდება, რაც ისინი აღადგეგენ სამართლიანობას, დასჯიან პოლიტიკურ დამნაშავეებს. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც მე "ნაცისტებს" ვეძახი პასუხი უნდა აგონ საკუთარი დანაშაულობების შესახებ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თენგიზ კიტოვანმა.
მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შიშის ქვეშ ამყოფა მთელი საქართველო და ხმები ასე მიიღო.
"მათ დააშინეს საქართველოს მოსახლეობა განსაკუთრებით სამეგრელო. ადამიანებს ათას უკეთურობას უკეთებდნენ. ასე რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი პარლამენტში მხოლოდ ორ მაჟორიტარს გაიყვანდა - ახალციხე-ახალქალაქიდან და ესეც ხომ ნათელია რატომ..", - განაცხადა თენგიზ კიტოვანმა.