საქართველოში აღარ არის და აღარასოდეს დადგება კრიმინალების დრო, - განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მისი თქმით, მან წინადადება - "ნულოვანი ტოლერანტულობა კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოიყენა, რომელმაც ჰკითხა - "გაგრძელდებოდა ნულოვანი ტოლერანტულობა კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ"
"მე, უბრალოდ, ეს ფრაზა გამოვიყენე და ვუთხარი რომ - კი. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებელნი დამნაშავეთა სამყაროს მიმართ. საქართველოში აღარ არის და აღარასოდეს აღარ დადგება კრიმინალების დრო. ყველა ის პიროვნება - ეს იქნება შემსრულებელი თუ დამგეგმავი - მათ საყურადღებოდ მინდა გავიმეორო: ისინი უფრო მეტად დაისჯებიან ვინც ამ კრიმინალს გაუკეთებს წახალისებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.